მაკიაჟი | ფასი |
---|---|
ტუჩის დაფერვა კორექცია | 130 - 160 ₾ 110 - 140 ₾ |
წარბის დაფერვა კორექცია | 130 - 160 ₾ 110 - 140 ₾ |
თვალის დაფერვა კოექცია | 130 - 160 ₾ 110 - 140 ₾ |
2 ზონის დაფერვა კორექცია | 220 - 280 ₾ 190 - 250 ₾ |
3 ზონის დაფერვა კორექცია | 320 - 400 ₾ 290 - 350 ₾ |
პერმანენტული მაკიაჟი
პერმანენტული მაკიაჟი არის - მაკიაჟის ერთ-ერთი თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდი. სპეციალური აპარატის მეშვეობით კანში შეჰყავთ ფერადი პიგმენტი, რის შედეგადაც ფერის (მაკიაჟის) ხანგრძლივობის შენარჩუნდება შესაძლებელია 2 – 3 წელი. სწორედ მისი ხანგრლძლივი შენარჩუნების გამო, ეს მეთოდი არის კომფორტული და საბოლოო ჯამში გაცილებით იაფი ვიდრე ტრადიციული მაკიაჟის გამოყენება.
პიგმენტის შეყვანის პროცესი ანუ დაფერვა:
- უსისხლო;
- უმტკივნეულო;
- პიგმენტის შეყვანა ხდება კანის ზედა შრეში - ( 0.2 მმ – 0.7 მმ სიღრმეში);
- ყოველი პროცედურა ტარდება ერთჯერადი სპეციალური ნემსით;
- პროცედურის ხანგრძლივობა მერყეობს 2 - 3 საათი.
რატომ კეთდება კორექცია
პირველი დაფერვის შემდეგ, აუცილებელია კორექციის ანუ განმეორებითი დაფერვის გაკეთება. რატომ ?
- პირველი დაფერვის შემდეგ კანი ინარჩუნებს პიგმენტის მხოლოდ 30% - 40%;
- ხანგრძლივობა კი არ აღემატება 6 - 12 თვეს.
კორექციის შემდეგ:
- განმეორებითი დაფერვის შემდეგ კანი ითვისებს პიგმენტის 70%-80%;
- ხანგრძლივობა კი ნარჩუნდება 2-3 წელი.
ვის სჭირდება პერმანენტული მაკიაჟი ?
პერმანენტული მაკიაჟის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ქალბატონს ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს ხანგრძლივი და ბუნებრივ ფერთან მიახლოვებული მაკიაჟი. თუმცა არის შემთხვევები რომლის დროსაც მისი გამოყენება აუცილებელია.
ასიმეტრია:
- ასიმეტრული ტუჩები;
- ასიმტრიული წარბები;
- ასიმეტრული თვალები.
დეფორმაცია:
- დეფორმირებული ტუჩის ფორმა;
- დეფორმირებული წარბის ფორმა;
- დეფორმირებული თვალის ფორმა და ჭრილი.
სიფერმკთალე:
- გაუფერულებული ტუჩები;
- მეჩხერი და უფერული წარბები ან ალოპეცია;
- მეჩხერი და უფერული წამწამები ან ალოპეცია.
რა შემთხვევაში არ კეთდება პერმანენტული მაკიაჟი
მართალია ეს არის უსაფრთხო და უვნებელი პროცედურა, თუმცა არის რიგი ფაქტორები რომელთა არსებობის შემთხვევაში ამ პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდირებული.
- სისხლის დაავადებები (ჰემოფილია, ლეიკოზი და ა.შ);
- სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება;
- თუ იღებთ სისხლის გამათხელებლებს;
- კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისკენ მიდრეკილება;
- შეხორცების უნარის დაქვევითება;
- სისტემური, აუტოიმუნური დაავადბები;
- წითელი მგლურა, ვასკულიტი, სკლეროდერმია, შიდსი, ეპილეფსია;
- ონკოლოგიური დაავადებები, ქიმიო თერაპია;
- ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები;
- ორსულობა და ლაქტაცია.